
“რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
12/09/2019 13:40:33 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000–ლარიანი გირაო შეუფარდა და დროებით ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის მუხლს. ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის თქმით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში კიდევ ერთ დაკავებულს –„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ, ასევე 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.