Accentnews.ge
მოზარდების მკვლელობა: კალანდიას ადვოკატი მმართველ გუნდს "ევროპულ საქართველოსთან" გარიგებაში ადანაშაულებს

მოზარდების მკვლელობა: კალანდიას ადვოკატი მმართველ გუნდს "ევროპულ საქართველოსთან" გარიგებაში ადანაშაულებს

11/09/2019 09:05:56 სხვა, სამართალი

არასრულწლოვან დათო სარალიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, კალანდია "დღეს ციხეში "ევროპული საქართველოსა" და მმართველი პოლიტიკური ელიტის გარიგების შედეგად ზის, მიზანი კი მოკლულის მამის ზაზა სარალიძის "დაშოშმინებაა". ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.  

„ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით. ამის გამო გაითამაშეს ეს სპექტაკლი და მიხეილ კალანდია მოთავსებულია საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისივე თქმით, კალანდიას სასამართლო პროცესი ხვალ დახურულ რეჟიმში გაიმართება, ოჯახი კი მის გახსნას ითხოვს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, კალანდიას შემთხვევაში დარღვეულია დაცვის უფლება, სხდომის საჯაროობის პრინციპი, შეჯიბრებითობის და თანასწორონის პრინციპი და აღნიშნულის საფუძველზე ის მოსამართლეს სხდომის გახსნის შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართავს. 

ცნობისთვის: მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში სარალიძის საქმეზე განაჩენი ისე დადგა, რომ სარალიძის მკვლელი არ არსებობდა. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც სწორედ კალანდიას როლზე გაამახვილა ყურადღება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S