
შვედეთის ელჩი: "თავისუფალი, ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია"
11/09/2019 07:26:56 სხვა, საზოგადოება
თავისუფალი და ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა მედიაგარემოს შესახებ კომენტირებისას.
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში თავისუფალი და ძლიერი, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო უფრო ღია პოლიტიკას ქვეყანაში“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.