
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
09/09/2019 09:16:23 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი გახდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატის ალექსანდრე ზუბიაშვილის გამოუცხადებლობა. იგი შვებულებაში იმყოფება.
სასამართლო სხდომა 16 სექტემბერს გაიმართება.
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ 7 პირს ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „გავრილოვის პატიმრები“.