
კვლევა: ხუთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა
09/09/2019 08:16:48 სხვა, საზოგადოება
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმების შედეგად ხუთ პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა,– ამის შესახებ ინფორმაციას "მომხმარებელი.ჯე" ავრცელებს.
"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა (N. 5, 20 30,33,34)!",– იუწყება ორგანიზაცია.
ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.
ნომერი | ფოტო | პროდუქტის დასახელება | მწარმოებელი ფირმა | მწარმოებელი ქვეყანა | შესყიდვის ადგილი | ანალიზის შედეგი |
1 | ![]() | სახის საცხი "Biodermin40+" | Pharma Cos | ბელორუსია | "სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
2 | ![]() | სახის საცხი "NIVEA" | Beiserdof Manufacuring Poznan | პოლონეთი | "კარფური", ცინცაძის 12 | პარაბენები და კონსერვანტები ნორმის ფარგლებში |
3 | ![]() | სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty" | Distributed by:Wal-Mart Stores, Inc. | - | "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
4 | ![]() | სახის საცხი "ჩისტაია ლინია", | LLC Univer Rus. | რუსეთი | "სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
5 | ![]() | ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ პარტიის N. 28R700 ვარგისიანობის ვადა: 07/21 | L'Oreal Co | გერმანია | "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | დარღვევა - აკრძალული პარაბენები![]() |
6 | ![]() | მათეთრებელი საცხი "QIANSOTO" | GZ ZIDI Cosmetics Co. Ltd | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
7 | ![]() | სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin" | Belle Jardin Cosmetics UI | პოლონეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
8 | ![]() | სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali" | Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
9 | ![]() | ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL" | Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd. | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
10 | ![]() | სახისა და ტანის სკრაბი "Washami" | Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltd | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
11 | ![]() | თვალის საცხი "Perfect Gold" | Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufacture | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
12 | ![]() | თვალის საცხი "QIANSOTO" | QIANSOTO | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
13 | ![]() | შამპუნი კერატინით "Washami" | Shantou Jiali Biotechnology Co.Ltd | ჩინეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
14 | ![]() | შამპუნი "Vatika" | Naturelle LLC | არაბეთის გაერთიანებული საემიროები | "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | პარაბენები არ აღმოჩნდა |
15 | ![]() | შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA" | Svoboda Co. | რუსეთი | "გუდვილი", ქავთარაძის 1 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
16 | ![]() | თმის კონდიციონერი "Sunsilk" | Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah. | თურქეთი | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
17 | ![]() | კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline" | CosmoPharm | ისრაელი | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
18 | ![]() | შამპუნი მულტივიტამინი "Golrang" | Pakshoo Industrial Group | ირანი | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
19 | ![]() | შამპუნი "დამაშნი დოქტორ" | Pharmaceutical Factory “Elfa” | უკრაინა | შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
20 | ![]() | ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy" გამოშვების თარიღი: 08.03.19 პარტიის N. 10:70 | Quimi Romar S.L.U | ესპანეთი | შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 | დარღვევა -აკრძალული პარაბენები |
21 | ![]() | შამპუნი "CLEAR" | Unilever Rus. Ltd | რუსეთი | შპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
22 | ![]() | შხაპის გელი "DEBA" | Rubella Beauty AD | EU | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
23 | ![]() | სახის საწმენდი რძე "MINDAL" | Rosaimpex L.t.d | ბულგარეთი | შპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
24 | ![]() | თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin" | Belle Jardin Cosmetics UI | EU | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9 | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
25 | ![]() | შხაპის საცხი-გელი | Clever Company | რუსეთი | "გუდვილი", ქავთარაძის 1 | პარაბენები არ აღმოჩნდა |
26 | ![]() | ტანის რძე "BECKON" | Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltd | ჩინეთი | "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა | პარაბენები არ აღმოჩნდა |
27 | ![]() | სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი" | Vitex Co. | ბელორუსია | "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
28 | ![]() | სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL" | Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd | ჩინეთი | "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
29 | ![]() | თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics" | LLC Fitocosmetics | რუსეთი | "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | პარაბენები ნორმის ფარგლებში |
30 | ![]() | თმის საღებავი "CLAIROL" პარტიის N. 0267030300 | Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati | მექსიკა | "ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ა | დარღვევა - აკრძალული პარაბენები |
31 | ![]() | შავი ხნა "Herbul" | Government Recognised Export House | ინდოეთი | "სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა | კონსერვანტები ნორმის ფარგლებში პარაბენები არ აღმოჩნდა |
32 | ![]() | წამწამების ტუში "MAX FACTOR" | Mascara | შპს "პალიტრა", ცაბაძის 8 | ბარიუმი არ აღმოჩნდა | |
33 | ![]() | თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline შტრიხკოდის N. 5902082520757 | Bell Cosmetics | EU | დარღვევა - აკრძალული პარაბენები | |
34 | ![]() | ფრჩხილის ლაქი "Olivia" გამოშვების თარიღი: 14.05.2019 | Orkide Cosmetics | თურქეთი | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 | დარღვევა - აკრძალული პარაბენები |
35 | ![]() | ფრჩხილის ლაქი "Flomar" | Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.B | თურქეთი | შპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9 |
როგორც განიმარტა, ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.
პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.
დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.
პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.
საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა. ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა.
ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.
მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!
კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა:
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.