Accentnews.ge
თბილისის უბნები, რომლებსაც 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

თბილისის უბნები, რომლებსაც 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

09/09/2019 04:20:20 სხვა, საზოგადოება

თბილისის ქოგიერთ უბანს 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მიზეზად თელასში გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ და აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან. 

თელასის ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, წყალსადენის, შეშელიძისა და ფეიქართა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელისა და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათისა და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძისა და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, კეკელიძისა და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსანისა და დანიბეგაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ქუთათელაძის, ხომლის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, პიკასოს, კაპანელისა და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, ცაგარელისა და მიცკევიჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S