Accentnews.ge
ღარიბაშვილს "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი პასუხობს

ღარიბაშვილს "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი პასუხობს

05/09/2019 10:04:07 სხვა, საზოგადოება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი ლევან ჯგერენაია ეხმაურება. ის ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი "კუნთებს ათამაშებს და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია". მოგეხსენებათ, ღარიბაშვილმა "გირჩს" სექტა, მის საქმიანობას კი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა. 

ჯგერენაიას განცხადებით, „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ დაარსებიდან დღემდე, "მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა".

„ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს  და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს“ ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

„ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე“ მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“ - განაცხადა ჯგერენაიამ  გადაცემაში „გირჩის აზრით“ საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S