Accentnews.ge
„თანასწორობის მოძრაობა“: დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე იძალადა

„თანასწორობის მოძრაობა“: დააკავეს პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე იძალადა

04/09/2019 09:36:06 სხვა, სამართალი

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა.

ორგანიზაციის ცნობით, „თანასწორობის მოძრაობას“ ძალადობის მსხვერპლმა ქალმა დახმარების თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა. მოძრაობის იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია, ასევე თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S