
სამტრედიის ნავთობბაზაზე ხანძარია – ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობს
04/09/2019 04:48:23 სხვა, სამართალი
სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია.
საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
"ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები",– აცხადებენ უწყებაში.