
ჩხაიძე: „არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ“
03/09/2019 18:45:19 სხვა, საზოგადოება
საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ჩხაიძემ „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გააკრიტიკა. 37 წლის მორაგბე ყოფილი თანაგუნდელის, მერაბ კვირიკაშვილის, მსოფლიოს თასის განაცხადს მიღმა დატოვების გამო განაწყენდა და სოციალურ ქსელში ეს სტატუსი გამოაქვეყნა:
„ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!
ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც ოთხი მსოფლიოს თასი აქვს ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ, თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში ორ კაცს აქვს ნათამაშები ხუთჯერ მსოფლიოს თასზე. ისტორიაში არიან ჩაწერილები და მათი ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია ხუთი ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც. მე როგორც ვიცი, სამ კვირაზე მეტია, მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს, იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში, როგორ შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ hქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ. არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ“.
მსოფლიოს 2019 წლის თასი იაპონიაში გაიმართება 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე. „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასზე წასაყვან შემადგენლობაში 31 ქართველი მორაგბე შეიყვანა.
საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
უკანა ხაზი: სოსო მათიაშვილი, სანდრო თოდუა, მირიან მოდებაძე, ზურაბ ძნელაძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, გიორგი ბეგაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე;
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე.