Accentnews.ge
 „ტვ პირველი“ დააჯარიმეს

„ტვ პირველი“ დააჯარიმეს

03/09/2019 13:25:47 სხვა, საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "პირველი" ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.

„კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა“,- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია.

„კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა“,- აცხადებს კომუნიაციების ეროვნული კომისია,

კომისია განმარტავს, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილეს, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% - 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრეს.

გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა არხის მფლობელი ვახტანგ წერეთელი.  

„ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!“,- წერს ვატო წერეთელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S