
საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიას შეხვდება
02/09/2019 17:26:36 სხვა, საზოგადოება
3 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს – ლევან ბაჯელიძის გუნდის მეტოქე იტალია იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრებში საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ლიდერები, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოსა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 3 სექტემბერს, 16:15 საათზე დაიწყება.