Accentnews.ge
16 წლის მოზარდი, რომელიც რეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომელიც რეანომობილის გაუმართაობის გამო კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა

02/09/2019 14:20:53 სხვა, საზოგადოება

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. მოზარდი 41 დღის განმავლობაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მოზარდი შეუძლოდ რაჭის ერთ-ერთ სოფელში გახდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. კლინიკაში გადმოყვანის დროს არსებობდა რეანომობილის პრობლემა – ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მის გადასაყვანად ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. გზაში დამატებითი პრობლემა შეიქმნა რეანომობილის გაუმართაობის გამო. ბიჭის მდგომარეობა გზაში დამძიმდა.

ინფორმაცია რეანომობილის გაუმართაობაზე დაადასტურა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც. უწყებამ 25 ივლისს შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო  შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს“.

ამ ფაქტის შემდეგ, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რაჭაში რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S