
როდის დაბრუნდება "კურიერი" პირდაპირ ეთერში – "რუსთავი 2"–ის გენდირექტორის კომენტარი
02/09/2019 12:00:21 სხვა, საზოგადოება
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
„რუსთავი 2"-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურბლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი.
კომედის ჯგუფის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთან არის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე დავბრუნდეთ „კურიერით" . მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად, მაყურებელს პირველებმა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ არხის ახალი გენდირექტორის მიერ საინფორმაციო სამსახურის, პოლიტიკური თოქ–შოუების ხელმძღვანელებისა და ტელეწამყვანების ნანუკა ჟორჯოლიანისა და გიორგი გაბუნიას გათავსიუფლების შემდეგ ტელეკომპანია თანამშრომლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის "კურიერის" გუნდმაც დატოვა.