Accentnews.ge
პრეზიდენტს სირცხვილის დერეფანს უმზადებენ

პრეზიდენტს სირცხვილის დერეფანს უმზადებენ

02/09/2019 07:29:17 სხვა, სამართალი

პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე ენმ–ის წევრები და აქტივისტები იკრიბებიან. მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტი გახდა. როგორც ცნობილია, ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელი რამაზ მუკბანიანი ისე შეიწყალა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები არ მოუსმენია და როგორც ირკვევა, ზურაბიშვილი საჭიროდ არ თვლის, განმარტებები გააკეთოს. შესაბამის კითხვაზე მან უპასუხა, რომ "რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით". 


აქტივისტები ათონელზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან და ამზადებენ სირცხვილის კორიდორს, რომელში გავლაც ზურაბიშვილს მოუწევს. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით, "ქურდების პრეზიდენტი".


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S