
პრემიერ–მინისტრი: "მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე დამთანხმდა"
30/08/2019 18:37:54 სხვა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მორაგბე მამუკა გორგოძე დასთანხმდა, მონაწილეობა მიიღოს იაპონიაში 2019 წელს დაგეგმილ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში.
“მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.
მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის!” – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე ეროვნულ გუნდს უბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, თავდაპირველად „რაგბი 15“–მა გაავრცელა.