Accentnews.ge
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფი ჩაფრინდა

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფი ჩაფრინდა

06/02/2022 10:54:15 პოლიტიკა

უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.

გასულ კვირაში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნიდა დამატებით სამი ათასამდე სამხედროს, უკრაინის კრიზისის პოტენციური გავლენისგან აღმოსავლეთი ევროპის დასაცავად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S