
ევროკავშრში სატვირთო ტერმინალებზე კიბერშეტევის საქმეს იძიებენ
03/02/2022 19:21:39 ევროპა
ბელგიის პროკურატურამ მასშტაბური კიბერშეტევის საქმის გამოძიება დაიწყო. ამჯერად კიბერდამნაშავეების სამინზეს სატვირთო ტერმინალები წარმოადგენდა.
ჰაკერებმა მთელ რიგ ევროპულ პორტებს შეუტიეს და ხომალდებიდან ტვირთების ჩამოტვირთვის პროცესი შეაფერხეს. მათ მიზანს სისტემის გამოსწორებაში გამოსასყიდის გამოძალვა წარმოადგენდა.
ცოტა ხნით ადრე გერმანიაში რამდენიმე ნავთობკომპანიამ კიბერშეტევების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ ჰამბურგის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ უცნობი ეჭვმიტანილების მიმართ გამოძალვის ბრალდებით გამოძიებას აწარმოებს.
ევროკავშირის საპოლიციო სამსახურმა (ევროპოლმა) დაადასტურა, რომ საქმის კურსშია. "ვიცით კიბერშეტევის შესახებ და გერმანიის ხელისუფლებას დახმარებაც შევთავაზეთ" - განაცხადეს ევროპოლში.