Accentnews.ge
ბრიტანეთი მეორე დღეა, სავარაუდოდ რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად გამანადგურებლებს იყენებს

ბრიტანეთი მეორე დღეა, სავარაუდოდ რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად გამანადგურებლებს იყენებს

03/02/2022 14:33:07 ევროპა

ბრიტანეთი მეორე დღეა, იყენებს Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებს ქვეყნის ინტერესთა ზონასთან მიახლოებული სავარაუდოდ რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად, - იუწყება Sky News.

დღეს ნატო-ს მისია Quick Reaction Alert-ის გამანადგურებლები კვლავ აფრინდნენ ლოსიმუტის ავიაბაზიდან საჰაერო ხომალდების გამო, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ინტერესთა ზონას მიახლოვდნენ.

"რეგულარულად ვახდენთ ბრიტანეთის ინტერესთა ზონის ფარგლებში არსებულ საერთაშორისო სატრანზიტო სივრცეში რუსული თვითმფრინავების იდენტიფიცირება-გაცილებას. მიმდინარე მისიის დასრულებამდე არავითარ დამატებით ინფორმაციას არ გავცემთ", - განაცხადა ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა.

ვარაუდობენ, რომ ამჯერადაც საუბარია ატლანტიკის თავზე მოძრავ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე.

ცნობისთვის: გუშინ ბრიტანულმა Typhoon-ებმა ქვეყნის ინტერესთა ზონიდან 4 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი გააძევეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S