
პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა
29/08/2019 08:20:26 სხვა, სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის 34 მსჯავრდებული შეიწყალა.