Accentnews.ge
3 წლის ბავშვს, რომელიც პეკინზე ქალმა დაჭრა, კლინიკიდან დღეს გაწერენ

3 წლის ბავშვს, რომელიც პეკინზე ქალმა დაჭრა, კლინიკიდან დღეს გაწერენ

29/08/2019 06:38:03 სხვა, სამართალი, საზოგადოება

თბილისში, პეკინის ქუჩაზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის თქმით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S