
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის უკრაინაში შეჭრის მზაობის ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს
02/02/2022 07:25:24 ევროპა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში მოქმედების დასაწყებად. ამის შესახებ ჟან-ივ ლე დრიანმა ტელეკომპანია France 2-ის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც დიდძალ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და დასავლეთს ილტიმატუმს უყენებს, 1 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთი მიზანმიმართულად ქმნის სცენარს, რომელიც რუსეთის ომში ჩათრევაა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ თავიათ პასუხებში კრემლის მთავარი შეშფოთება, მათ შორის ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, უგულებელყვეს.
დასავლეთი რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება, რომელიც სანქციებს გულისხმობს.