Accentnews.ge
რუსეთმა ბელარუსში სამხედრო მანევრები დაიწყო

რუსეთმა ბელარუსში სამხედრო მანევრები დაიწყო

02/02/2022 06:30:41 ევროპა

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო მანევრები სახელწოდებით – „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმებას“ დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, მათ შორის საავიაციო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ქვედანაყოფები 10 ათასი კილომეტრის მანძილზეა გადასროლილი.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე – 9 თებერვლამდე მოხდება ბელარუსის ტერიტორიაზე დაჯგუფებების შექმნა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების და საჰაერო საზღვრების დაცვის ორგანიზება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების მზადყოფნის და შესაძლებლობების შემოწმება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე – 10-20 თებერვალს, ბელარუსის ხუთ პოლიგონზე ჩატარდება ერთობლივი სწავლება „სამოკავშირეო სიმტკიცე 2022“, რომლის ფარგლებში დამუშავდება გარედან აგრესიის აღკვეთის და მოგერიების, სამოკავშირეო სახელმწიფოს ინტერესების დაცვის და ტერორიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხები.

შოიგუს განცხადებით, „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმება“ რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების რაოდენობა არ აღემატება „ვენის დოკუმენტით“ დადგენილ პარამეტრებს და რუსეთს და ბელარუსს არ ჰქონდათ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების ვალდებულება, რუსეთმა ეს გააკეთა „ნებაყოფლობითი გამჭვირვალობის ფარგლებში“.

შოიგუს არ დაუსახელებია მანევრებში მონაწილე სამხედროების და შეიარაღების ზუსტი რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ ამ მანევრებს დასავლეთში საფრთხის შემცველად აფასებენ უკრაინის საზღვრებთან დიდძალი რუსული სამხედრო ბობილიზების ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S