
პოლონეთი უკრაინისკენ ახალი გაზსადენის მშენებლობითაა დაინტერესებული
01/02/2022 14:14:56 ევროპა
პოლონეთი უკრაინისკენ ახალი გაზსადენის მშენებლობითაა დაინტერესებული და ამ პროექტში ინვესტირებას გეგმავს, - განაცხადა, УНИАН-ის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრემიერ დენის შმიგალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"პოლონეთი უკვე ეხმარება უკრაინას გაზის კუთხით, აწვდის რა აირს დასავლეთიდან აღმოსავლეთსკენ, მაგრამ ბ-ნ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობა. ამისთვის გარკვეული ინვესტიციებია საჭირო და ჩვენ ამის რეალიზებას ვგეგმავთ", - აღნიშნა მან.
ამასთან, მორავეცკიმ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის შესაძლო ამოქმედებას “გეოპოლიტიკური საფრთხე” უწოდა.
“ეს ევროპის ჩვენი ნაწილისთვის მძლავრი საფრთხეა. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ გერმანიას, არ დაუშვას ამ გაზსადენის ამოქმედება, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროპის შანტაჟის ელემენტად იქცევა. ძვირფასო გერმანელო პარტნიორებო, არ შეიძლება, ერთი ხელით უკრაინას უცხადებდეთ სოლიდარობას, ხოლო მეორეთი რუსული გაზსადენის სერტიფიცირების დოკუმენტებს აფორმებდეთ. მსგავსი რამ არ შეგშვენით", - დასძინა მან.
თავის მხრივ, უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობას გაზის პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსებული LNG-ტერმინალებიდან იმპორტისთვის ტექნიკური შესაძლებლობების შექმნა პერსპექტიულად მიაჩნია.
იხილეთ ასევე: რას გულისხმობს უკრაინა–პოლონეთ–ბრიტანეთის ალიანსი: კულება რიგ დეტალებს ამჟღავნებს