Accentnews.ge
ჯონსონი: „პუტინს ვეტყვი, რომ უკან უნდა დაიხიოს“

ჯონსონი: „პუტინს ვეტყვი, რომ უკან უნდა დაიხიოს“

31/01/2022 13:03:06 ევროპა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უთხრას, რომ უკან უნდა დაიხიოს საფრთხის ზღვარზე მოქმედებიდან

"პრეზიდენტ პუტინს ვეტყვი იმას, რაც აქამდეც მითქვამს - „რომ ჩვენ ყველას ნამდვილად გვჭირდება ზღვრიდან უკან დახევა, და რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან ზღვრიდან" - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.

ჯონსონს მიმდინარე კვირაში პუტინთან სატელეფონო საუბრი აქვს დაგეგმილი. ამასთან, როგორც მოსალოდნელია, მომავალ კვირაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევს ეწვევიან. ტრასი მოსკოვშიც აპირებს ჩასვლას.

დასავლეთსა და მოსკოვს შორის ვითარების ესკალაციის პირობებში ლონდონი ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს კრემლის მიმართ: ბრიტანეთის ლიდერებმა გააფრთხილეს რუსეთი იმის შესახებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეიძლება „ახალ ავღანეთად“ და „ახალ ჩეჩნეთად“ ექცეს მას.

დიდი ბრიტანეთი ნატოში მოკავშირეებს შესთავაზებს, ორჯერ გაზარდოს ესტონეთში და პოლონეთში განთავსებული თავისი ჯარები. ამჟამად იქ ათასი ბრიტანელი სამხედრო იმყოფება. ამასთან, ლონდონი არ გეგმავს ბრიტანეთის ქვედანაყოფების გაგზავნას თავად უკრაინაში.

ამასთან, ლონდონმა სამხედრო აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ კიევს სამხედრო და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირაში პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც შესაძლებელს გახდის სანქციების შემოღებას რუსეთის ბანკების, ენერგეტიკის სფეროს კომპანიებისა და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S