Accentnews.ge
ლუკაშენკო: "ომი იქნება თუ არა? დიახ, იქნება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში“

ლუკაშენკო: "ომი იქნება თუ არა? დიახ, იქნება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში“

28/01/2022 11:59:33 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, მოუყარა რა თავი დიდძალ სამხედრო ძალას უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის ბალარუსში, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ან რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია განხორციელდება.

"ომი იქნება თუ არა? დიახ, იქნება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ ბელარუსის წინააღმდეგ განხორციელდება პირდაპირი აგრესია, თუ ჩვენი ბელარუსის წინააღმდეგ ომს გააჩაღებენ. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ისინიც, ვისაც არ უნდა, დადგებიან მიწისა და სამშობლოს დასაცავად.

მეორე მომენტი, როცა ომი იქნება და ბელარუსი მასში მონაწილეობას მიიღებს, თუ ჩვენს მოკავშირეს რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხნენ თავს, იგივე აგრესია განხორციელდება რუსეთის ტერიტორიების წინააღმდეგ. ამის საფუძველია - ჩვენი სამოკავშირეო შეთანხმებები", - ამბობს ლუკაშენკო.

ამასან, მან უკრაინას "სლავურ წიაღში" დაბრუნების პირობა დადო:

"დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, სისხლში ჩაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ, მონათესავე სლავური ერები ვართ, რომლებიც ერთი ნათლობის ემბაზიდან მოვდივართ. ჩვენი ფესვები საუკუნეების წიაღებიდან მოდის და ეს უნდა შევინარჩუნოთ, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს. რადგან ძმობა უფრო დიდი რამ არის, ვიდრე გამოგონილი წყენები და პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუწყვეტელი კავშირები - საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველია. და ვიღაცებს, რომც არ უნდოდეთ, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ".

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარშემო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია.რუსეთმა ათი ათასობით სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან, და კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მზადება პოტენციური შეჭრისთვის - რასაც მოსკოვი უარყოფს.

პუტინი აგრძელებს თავისი მოკავშირის – ლუკაშენკოს მხარდაჭერას დასავლეთთან შექმნილ უთანხმოებაში, რისი მიზეზიც არის ბელარუსში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები, რომლის საფუძველზეც ლუკაშენკო მეექვსე ვადით დარჩა პრეზიდენტად და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა: ლუკაშენკომ პროტესტი, რომელზეც მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს გმობდნენ, ძალადობით ჩაახშო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S