
„ცუდი ამბავია, რომ არაფერი შეცვლილა, ხოლო კარგი – რუსეთი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, დიპლომატიურ გზაზე დარჩება“
27/01/2022 10:41:01 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რუსეთი სავარაუდოდ, დიპლომატიურ კურსს შეინარჩუნებს.
„ცუდი ამბავია ის, რომ არაფერი შეცვლილა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მხარეები ორ კვირაში ბერლინში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, დიპლომატიურ გზაზე დარჩება“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნის შესრულება, რომ უკრაინამ რუსეთის ნაცვლად მოლაპარაკები დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტულ რეჟიმებთან აწარმოოს, შეუძლებელია.
”სამწუხაროდ, ყველაზე დიდი მოთხოვნა, რაც რუსეთს აქვს, არის ის, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების ნაცვლად პირდაპირ მოლაპარაკება აწარმოოს რუს მარიონეტებთან დონეცკსა და ლუგანსკში. ეს არ მოხდება, ეს პრინციპის საკითხია”, - აღნიშნა კულებამ.
შეგახსენებთ, გუშინ პარიზმა „ნორმანდიული“ ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა. რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეგახსენებ იმასაც, რომ უკრაინის