Accentnews.ge
"ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა"

"ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა"

27/08/2019 09:59:04 სხვა, სამართალი

სამ საათზე იწყება სასამართლო პროცესის ახალი სერია. პროცესის, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. პროცესის, რომლის მიზანია, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მძევლად აყვანა და მისი თავისუფლებით ჩემთან ვაჭრობა.

P.S. დღეს 17:00, შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

არ გამოვა!!! ტვ პირველი არ იყიდება!!! თავისუფლება არ იცვლება!!! ”. 

ამის შესახებ “ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოცილაურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.

დღეს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. უწყება წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ავთანდილ წერეთლის ადვოკატის განცხადებით, იგი სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და მოითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S