
ლავროვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციებს უწოდებს
23/01/2022 09:19:20 ევროპა
მოსკოვი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს პროვოკაციებს უწოდებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საქმე ბრიტანეთის განცხადებებს ეხება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გეგმავს, უკრაინის მოქმედი ხელისუფლება პრორუსული მთავრობით შეცვალოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ":
"დეზინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ NATO-ს ქვეყნები, ანგლო-საქსების ხელმძღვანელობით, ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, აბსურდის გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე ფოკუსირდეს". - თქვა სერგეი ლავროვმა, TASS-ის ცნობით.