
პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ 500 000–ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს
27/08/2019 07:39:49 სხვა, სამართალი
გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე. სხდომის 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ამასთან, ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და მოითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს.
ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.