Accentnews.ge
რუსეთში უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას განიხილავენ

რუსეთში უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას განიხილავენ

21/01/2022 09:32:36 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მომდევნო კვირაში გაიმართება ფრაქციების ხელმძღვანელთა კონსულტაციები რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე შემუშავებული მიმართვის პროექტზე, რომელიც უკრაინის ორი აღმოსავლეთ რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული წინადადების კონტექსტში პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებებს, ხოლო ნატოს სურს „უკრაინის ოკუპირება“:

„ერთიც და მეორეც შესაძლოა, ტრაგედიით დასრულდეს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მოსკოვმა უნდა გამოძებნოს გზა ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები თანამემამულეების დასაცავად“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზ მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S