
27-29 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
27/08/2019 05:40:59 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 27-29 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
"ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 28-29 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აგვისტოს დღისით გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება", – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.