
"თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ"
26/08/2019 16:44:21 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, ტელეარხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურთ.
"შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი, დღეს როდესაც აქ მოვედით, დაგვხვდა 800-მდე ადამიანი და ასევე რაც მოვისმინე თანამშრომლებისგან, არის ის, რომ ნაწილს იმ ჟურნალისტებისა, რომლებიც წავიდნენ, სურთ დაბრუნება და ისინი უბრალოდ ამ ემოციური ზეწოლის გამო არიან ასეთ მდგომარეობაში. დგანან არჩევანის ზღვარზე გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება", – განაცხადა იმნაიშვილმა.
ცნობისთვის: დღეს "რუსთავი 2"–ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა.