
ვანო ჯავახიშვილმა "რუსთავი 2" დატოვა : "შევხვდებით მალე"
26/08/2019 14:40:10 სხვა, საზოგადოება
იუმორისტული გადაცემა "ვანოს შოუს" ავტორმა და წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა.
"ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით მინდა, საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16–წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხ „რუსთავი 2“-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე. პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ჰქონია ", - წერს ვანო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.