
გელბახიანმა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სარაევოს ფესტივალის პრიზი მიიღო
23/08/2019 12:05:53 სხვა, საზოგადოება
ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა სარაევოს ფილმის ფესტივალზე კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიიღო. ლევანს მორიგი წარმატება ფილმში “And We danced” შესრულებულმა როლმა მოუტანა.
And We danced (“და ჩვენ ვიცეკვეთ") წარმოშობით ქართველი, შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის გადაღებული ფილმია, რომელიც ქართველი მოცეკვავე გეი ბიჭების სიყვარულს ეხება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სექტემბრის დასაწყისში სურათს შვედეთის კინოთეატრებში უჩვენებენ, რის შემდეგაც ლევან აკინის ფილმის გაქირავება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაიწყება.