Accentnews.ge
ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

11/01/2022 05:51:51 ევროპა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა,- იუწყება „როიტერი“ სასოლის პრეს–სპიკერზე დაყრდნობით.

„როიტერი“ წერს, რომ 65 წლის დავიდ სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო კვირებში ის სტრასბურგში პარლამენტის სხდომებს ვერ თავმჯდომარეობდა, ხოლო სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა გამოტოვა.

იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მას აღნიშნულ პოსტზე ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S