
"საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად"
23/08/2019 08:10:06 სხვა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილ ხანძარს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად"
„ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენისკენ მიმართულ ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.