
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
23/08/2019 04:04:30 სხვა, საზოგადოება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო მარის, სააკაძის, ილურიძის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, სვერის, ეროსი მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, ზაჰესის, ჯანელიძის, მელქისედეკ I-ის, ლომთათიძის და სვანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედაენის პარკის და სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-II დასახლების, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, იამანიძის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.