Accentnews.ge
ბადრი ჯაფარიძე – შესაძლო პატიმრობაზე: "მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა"

ბადრი ჯაფარიძე – შესაძლო პატიმრობაზე: "მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა"

22/08/2019 16:10:03 სხვა, სამართალი

გრძელდება ჩვენი დევნა, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურასთან განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ბრალი, რომელიც მას და მამუკა ხაზარაძეს აქვთ წაყენებული, არის აბსურდულ ცილისწამება:

„ეს ბრალი შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში. გენერალური პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, მინდა გითხრა ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდულ ბრალზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა“.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დაპატიმრებას, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ "ისინი მზად არიან, მიიღონ ნებისმიერი დარტყმა".

ცნობისთვის: დღეს მამუკა ხაზარაზე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალის დაზუსტების მიზნით მივიდნენ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S