Accentnews.ge
რუსეთი ორ ახალ სამხედრო პოლიგონს ხსნის, მათ შორის - ყირიმში

რუსეთი ორ ახალ სამხედრო პოლიგონს ხსნის, მათ შორის - ყირიმში

01/01/2021 19:29:53 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2022 წელს ორ ახალ სამხედრო პოლიგონს გახსნის, მათ შორის ერთს - ანექსირებულ ყირიმში.

„2022 წელს მოხდება რამდენიმე სადესანტო-მოიერიშე და საარტილერიო ქვედანაყოფის გადაიარაღება თანამედროვე ტექნიკით, მოეწყობა ორი ახალი პოლიგონი „სინაია ოსოკა“ ივანოვის ოლქში და „სტაროკრიმსკი“ ყირიმის რესპუბლიკაში“, - იუწყება რუსეთის თავდაცვის უწყება.

ხსენებული სამხედრო გეგმის ფონია დასავლეთის მზარდი შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო და მორიგი სამხედრო აგრესიის მოლოდინი, რის გამოც კრემლს მკაცრი სანქციებით ემუქრებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S