
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს
22/08/2019 11:56:27 სხვა, სამართალი
ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ჯამბულ თავართქილაძე დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
ინფორმაციას ადასტურებს ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე. ნადიმ ვარშანიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ვითარებას ამ წუთებში ეცნობა. მისი ინფორმაციით, საჯარო მოხელის დაკავება სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.
საკრებულოს წევრის დაკავების შესახებ ინფორმაცია TV25-მა გაავრცელა.