
თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა
22/08/2019 06:23:35 სხვა, საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ამ დროისთვის მოძრაობა შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება უახლოეს წუთებში აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მეტროპოლიტენის მატარებელებს ტექნიკური პრობლემა რამდენჯერმე შეექმნათ.
განახლება:
მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე სრულად განახლდა.