
თურნავა – Ryanair-ზე: "მეტი ახალგაზრდა და პენსიონერი შეძლებს, რომ ბევრი ახალი ქალაქი მოინახულოს ევროპაში"
21/08/2019 12:26:02 სხვა, საზოგადოება, ციტატა
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, უფრო მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი, ტურისტი, პენსიონერი შეძლებს, რომ იფრინოს ამ მიმართულებებით და ბევრი ახალი ქალაქი მოინახულოს ევროპაში".
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყანაში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ის შემოსვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. ავიაკომპანია პირველ ეტაპზე თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის რეისებს შეასრულებს.