Accentnews.ge
მედია– ბათუმში ღამის კლუბიდან ჰოსპიტალიზებული სამი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი გარდაიცვალა

მედია– ბათუმში ღამის კლუბიდან ჰოსპიტალიზებული სამი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი გარდაიცვალა

20/08/2019 16:34:48 სხვა, სამართალი

ბათუმში ღამის კლუბიდან ჰოსპიტალიზებული სამი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი გარდაიცვალა, – იუწყება TV 25. 

მისივე ცნობით, გუშინ, "მედ ცენტრში" ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. "მედცენტრის" პრეს–ცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს.

"TV 25"-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S