
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე ხანძარია
20/08/2019 14:49:08 სხვა, საზოგადოება
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახსა და ხეებს უკიდია. ხანძრის კერა მრავალსართულიანი ბინისა და N9 საბავშვო ბაღის სიახლოვესაა. ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ძლიერი კვამლია.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე–მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.