
ბაგრატის ტაძარში წყალი კვლავ ჩადის
12/12/2021 11:15:51 საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა, ტენიანია კედლების ფრაგმენტები. ტაძრის აღმოსავლეთით დაგუბებული წყალი ტაძრის საძირკველს აღწევს.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ დაზიანება გელათისგან განსხვავებით დიდი არ არის, ტაძრის შიდა ნაწილი არ ზიანდება და წვიმის დროს გარე ფასადი სველდება.
2017 წელს ამავე პრობლემის გამო რამდენიმე ადგილას კედელი ამოლესეს, 2021 წლის იანვარში კი სპეციალისტები სიტუაციის შესაფასებლად ბაგრატში შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე საკითხი გადაუჭრელია.