
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
12/12/2021 07:51:10 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 2 922 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 4 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 841 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 939 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 902 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 380 შემთხვევა,
- აჭარა - 162,
- იმერეთი - 481,
- ქვემო ქართლი - 178,
- შიდა ქართლი - 171,
- გურია - 81,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 185,
- კახეთი - 149,
- მცხეთა-მთიანეთი - 60,
- სამცხე-ჯავახეთი - 51,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც:
6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 396, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 324.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 452. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 321 პირი, მათგან თბილისში - 176, აჭარაში - 34, იმერეთში - 32.
1 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 756 - თბილისში, 264 - აჭარაში.
36 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 130 ადამიანი.