
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/12/2021 07:14:57 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3542 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 64 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 2 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 978 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 558 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 420 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა,
- აჭარა - 187,
- იმერეთი - 558,
- ქვემო ქართლი - 182,
- შიდა ქართლი - 251,
- გურია - 85,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276,
- კახეთი - 154,
- მცხეთა-მთიანეთი - 117,
- სამცხე-ჯავახეთი - 64,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც:
6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 422, აჭარაში - 516, იმერეთში - 1 307.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 122, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 182, აჭარაში - 35, იმერეთში - 34.
1 174 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 742 - თბილისში, 255 - აჭარაში.
38 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 512 ადამიანი.