
ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
19/08/2019 17:15:01 სხვა, სამართალი
ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამოტრიალდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.