
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოინგრა
06/12/2021 10:46:45 საზოგადოება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოინგრა.
ადგილზე მუშაობს ტექნიკა, თუმცა ჩამონგრეული კლდის მასა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ქვის ლოდების აფეთქების აუცილებლობა დადგეს.
კლდის ჩამონგრევის გამო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.